SMO-Pharmina-ს სასწავლო ცენტრი ორიენტირებულია დაამკვიდროს მსოფლიოში აპრობირებული სასწავლო პროგრამები ICH GCP პრინციპების მიხედვით. სასწავლო პროგრამები განკუთვნილია კლინიკურ კვლევაში ჩართულ მკვლევართა გუნდის წევრებისთვის, როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი სპეციალისტებისთვის. სასწავლო პროგრამა მომზადებულია ქართულ ენაზე და მოიცავს 2 ნაწილს: კარგი კლინიკური პრაქტიკის ICH GCP E6 (R2) პრინციპებს და კვლევა სპეციფიურ ტრენინგს.
შპს „ესემო-ფარმინას“ კვლევის კოორდინატორები და მენეჯერები უკვე 11 წელია მჭიდროდ თანამშრომლობენ კვლევის ცენტრებთან/კლინიკებთან, ზრუნავენ კვლევის გუნდის წევრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე კარგი კლინიკური პრაქტიკისა (GCP) და პროტოკოლსპეციფიური სწავლების უზრუნველყოფით.